სოზარ სუბარი: ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ის ვერ დანიშნავს მოსამართლეებს – სასამართლოში მსგავსი ჩარევა შეუძლებელია

“ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ის ვერ დანიშნავს მოსამართლეებს. სასამართლოში მსგავსი ჩარევა შეუძლებელია”,- ამის შესახებ დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი უნდა იყოს.

“ამან შესაძლოა ქვეყანაში ძალიან სერიოზული კრიზისი გამოიწვიოს. სასამართლო სისტემამ დამოუკიდებლად უნდა იმუშაოს. ის, რომ დღეს სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია, ამაზე ბევრი ფაქტორი მეტყველებს”,- განაცხადა სუბარიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები