დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ პარტნიორული ურთიერთობა ვიცით ისეთი, როგორიც იყო აქამდე – თანასწორუფლებიანობა, ურთიერთპატივისცემა და ურთიერთუსაფრთხოების გაზიარება
როცა ჩვენი მთავარი პარტნიორი ჩვენთვის აღქმულია, როგორც პოლიტიკური არბიტრი და ჩვენს დასმულ კითხვებზე, რომელიც ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, რომ ემიჯნება თუ არა იგი ომის რიტორიკას, ირიბი პასუხებით და ზოგჯერ პასუხგაუცემლობით პრაქტიკულად აჩვენებს, რომ არა თუ ემიჯნება, არამედ მხარს უჭერს მას, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარტნიორული ურთიერთობა არ არის, როდესაც ქვეყანა მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ და სხვისი ინტერესების სასარგებლოდ აღმოჩნდეს საომარ მოქმედებებში.
“როცა ჩვენი მთავარი პარტნიორი ჩვენთვის აღქმულია, როგორც პოლიტიკური არბიტრი და ჩვენს დასმულ კითხვებზე, რომელიც ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, რომ ემიჯნება თუ არა იგი ომის რიტორიკას, ირიბი პასუხებით და ზოგჯერ პასუხგაუცემლობით პრაქტიკულად აჩვენებს, რომ არა თუ ემიჯნება, არამედ მხარს უჭერს მას, რა თქმა უნდა ეს არის საფრთხის შემცველი. ეს არ წაადგება არც საქართველოს უსაფრთხოებას და არც პარტნიორულ ურთიერთობას. ჩვენ პარტნიორული ურთიერთობა ვიცით ისეთი, როგორიც იყო აქამდე და ახლაც უნდა იყოს, ეს არის თანასწორუფლებიანობა, ურთიერთპატივისცემა და ურთიერთუსაფრთხოების გაზიარება და არა ისე, რომ ქვეყანა მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ და სხვისი ინტერესების სასარგებლოდ აღმოჩნდეს საომარ მოქმედებებში“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.