ბექა ოდიშარია: ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ შესაძლებლობას ჩვენს დიასპორაში

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას განცხადებით, საზოგადოება ძალიან დიდ შესაძლებლობას ხედავს ჩვენს დიასპორაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა დიასპორელებში.

ოდიშარიამ მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს.

„თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამოკიდებულება და კავშირი საკუთარ დიასპორასთან ამ ოთხი სიტყვით არის გამოხატული, ძლიერი საქართველო, ძლიერი დიასპორა და პირიქით. ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ შესაძლებლობას ჩვენს დიასპორაში. ჩვენ ძალიან გვეიმედება ყველა თაობის დიასპორელი, განსაკუთრებით ახალგაზრდები. მადლობა მინდა, გადავუხადო განსაკუთრებულ მინისტრ ილია დარჩიაშვილს, რომელიც თითოეულ საკითხს სიღრმისეულად უდგება და მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო არის ძალიან დიდი უწყება და ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ასევე კურირებდა ქართულ დიასპორას, თითოეული მიმართულებით პროგრამები ფართოვდება, გეგმები არის ძალიან დიდი. შემოდგომიდან, ამავე წელსვე ამას დაინახავს როგორც დიასპორა, ასევე საზოგადოება საქართველოში“, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები