“საქართველოსთვის” ხობის ორგანიზაციის წევრმა პარტია დატოვა

პარტია “საქართველოსთვის” ხობის ორგანიზაციის წევრმა პარტია დატოვა.
როგორც ნუგზარ შუშანია სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნულის მიზეზი გიორგი გახარიას ბოლოდროინდელი განცხადებებია.

“ვტოვებ, პარტია საქართველოსთვის და ხობის ამავე სახელწოდების ფრაქციას. მიზეზი გიორგი გახარიას და მისი გუნდი ბოლო დროინდელი განცხადებები და ქმედებებია, რომელიც ფაქტიურად ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვება ნაციონალური მოძრაობის ნარატივს, მეტიც ავსებს ნაც მოძრაობას და ეხმარება მას. ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ებრძოდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს, პირადად მე და ჩემი ოჯახი მათგან არაერთი ზეწოლის, დაშინების და გატაცების ობიექტიც კი ვიყავით – არაფერი მესაქმება პოლიტიკოსების იმ ჯგუფთან ვინც ქვეყნის ინტერესები, საკუთარი ღირსება გაყიდა და შეუერთდა პარტიას, რომელიც ამ ქვეყანაში ყველაზე დიდ უბედურებსთან, ქვეყნის ღალატთან და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან ასოცირდება”, – წერს შუშანია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები