არჩილ თალაკვაძე: რადიკალური ოპოზიცია როდესაც არ ერთვება სამუშაო პროცესში მიუთითებს, რომ ისინი პოლიტიკურ იზოლაციაში არიან

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც არაა
ჩართული სამუშაო ჯგუფებში, პოლიტიკურ იზოლაციაში არიან.

მისი თქმით, ეს ოპოზიციის კიდევ ერთი სისუსტე, არათანმიმდევრული მოქმედება და პასუხისმგებლობისგან გაქცევა.

„ისინი ამ წლების განმავლობაში ყოველთვის მიმართავდნენ პროცესების საბოტაჟს. რიგ შემთხვევაში, ეს იყო არჩევნების საბოტაჟი, დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრა, როგორც ეს ევროპარლამენტარებმა თქვეს და ახლა ეს არის საბოტაჟი ევრორეკომენდაციების წინააღმდეგ. რადიკალური ოპოზიცია როდესაც არ ერთვება სამუშაო პროცესში, მაშინ როდესაც სხვა ყველა მხარეა ჩართული, ეს მიუთითებს, რომ ისინი პოლიტიკურ იზოლაციაში არიან“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები