არჩილ თალაკვაძე – დავით არახამიას: არცერთ ქართველს საქართველოსთან დაპირისპირებით არ გაუმარჯვია

როდესაც უკრაინაში ომია ჩვენთვის გასაკვირია, რომ პოლიტიკოსები, მათ შორის პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირები, იცლიან იმისთვის, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩაერიონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ის დავით არახამიას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არცერთ ქართველს საქართველოსთან დაპირისპირებით არ გაუმარჯვია.

„ვინაიდან, ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა რუსეთთან ომში იმყოფება, ჩვენ თავს ვიკავებთ მთელი ამ თვეების განმავლობაში, რომ გავაკეთოთ ის შეფასებები კონკრეტულ პოლიტიკურ პირებთან მიმართებაში უკრაინის ხელისუფლებიდან, რომელსაც სინამდვილეში ისინი იმსახურებენ. ეს დამოკიდებულება დარჩება ბოლომდე, ვიდრე უკრაინა ომშია. რაც შეეხება დავით არახამიას, მისი მხრიდან ეს არის საქართველოს მიმართ არამეგობრული განცხადებები. როდესაც უკრაინაში ომია ჩვენთვის გასაკვირია, რომ პოლიტიკოსები, მათ შორის პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირები, იცლიან იმისთვის, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩაერიონ. მისი განცხადებები პირდაპირ იმეორებს საქართველოში რადიკალური ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს. მინდა, მას ვუთხრა, რომ არცერთ ქართველს საქართველოსთან დაპირისპირება არ მოუგია. ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს, უკრაინას, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დავით არახამიამ გუშინ განაცხადა, რომ უკვე აიღო ახალი დიპლომატიური პასპორტი, აშშ-ს 5-წლიანი ვიზიტით, რომელსაც „სპეციალურად ივანიშვილისა და მისი მსახურებისთვის“ აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები