რატი იონათამიშვილი: მათი მთავარი მიზანი, ვინც უარგუმენტოდ ცდილობს თავდაცვის სამინისტროსა და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების დისკრედიტაციას, ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გალაშქრებაა

მათი მთავარი მიზანი, ვინც უარგუმენტოდ ცდილობს თავდაცვის სამინისტროსა და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების დისკრედიტაციას, ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გალაშქრებაა, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებას.

„ისეთ აქტორებს, როგორებიც პოდოლიაკი და სხვები არიან, ღიად აქვთ ნათქვამი, რომ მხოლოდ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა ადარდებთ. ამას პირდაპირ ამბობენ და არც მალავენ. რა თქმა უნდა, მსგავსი ადამიანების კომენტარები მათთვის პირიქით, ბუმერანგივით, ნეგატიურად ბრუნდება. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მათი მთავარი მიზანი, ვინც უარგუმენტოდ ცდილობენ თავდაცვის სამინისტროსა და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების დისკრედიტაციას, ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გალაშქრებაა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, მიხაილ პოდოლიაკის განაცხადებით, საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ, ხოლო თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები