რუსეთში, აზერბაიჯანისა და ევროკავშირის გაზის იმპორტის შეთანხმებას გამოეხმაურნენ

რუსეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის გაზის იმპორტის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმება, მოსკოვსა და ბაქოს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის შესახებ დაკლარაციის დებულებებს არ ეწინააღმდეგება.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ივან ნეჩაევმა ბრიფინგზე თქვა.
„ბაქოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული გაზის იმპორტის შეთანხმება, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციის დებულებებს არ ეწინააღმდეგება”,- თქვა დიპლომატმა.
მისი თქმით, ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს უფლება დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, როგორ და ვისთან განავითაროს ურთიერთობები, მათ შორის ნავთობისა და გაზის სექტორში.
18 ივლისს ბაქოში, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი შეიცავს ვალდებულებას, გაორმაგდეს სამხრეთ გაზის დერეფნის სიმძლავრე, რომ ევროკავშირს 2027 წლამდე ყოველწლიურად, სულ მცირე, 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდოს.
მოსალოდნელია, რომ აზერბაიჯანი უკვე 2022 წელს ბუნებრივი აირის მიწოდების მოცულობას 8,1 მილიარდიდან 12 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები