“მანანა ბერიკაშვილი და ალექსანდრე მარგიშვილი – კულტურული ძეგლების დამანგრეველი მოხელეები”
სამოქალაქო საზოგადოება “საყდრისის გადარჩენის კომიტეტის” წევრი და დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი თეა ბექაური საყდრისის თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. სერიიდან: კულტურული ძეგლების დამანგრეველი მოხელეები საქართველოს უახლეს ისტორიაში… მანანა ბერიკაშვილი და ალექსანდრე მარგიშვილი ზუსტად ამ მოხელეების ჯგუფს მიეკუთვნებიან!!! ამ პოსტებში და ჩემ კომენტარებში ნათლად იკვეთება ჩვენი დამოკიდებულება, პრეტენზიები და მოთხოვნები მათ და ასევე იმ პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომლებმაც დაუშვეს 1. მანანა ბერიკაშვილის “მეორე ვადით” კულტურის მინისტრის მოადგილის პოსტზე და 2. ალექსანდრე მარგიშვილის ვიცე მერის პოსტზე დანიშვნის უსამართლო გადაწყვეტილება!!!” – წერს ფეისბუქზე ბექაური.