2008 წლის რუსეთ -საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა

2008 წლის რუსეთ -საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა, 11 ფოთელის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო დაშავდა 80-მდე ადამიანი.

ომში დაღუპული გმირებისათვის პატივის მისაგებად, ფოთში რამდენიმე ცერემონიალი გაიმართა: აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მაღალყოვლადუსამღვდელოესმა მეუფე გრიგოლმა, საკათედრო ტაძარში აგვისტოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.
ომში დაღუპული ფოთის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომელთა სახელების უკვდავსაყოფად, ,,ეი პი ემ ტერმინალს ფოთის” ტერიტორიაზე მემორიალი გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები