აჭარაში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. დაღუპულ გმირებს დღეს პატივი ქობულეთის მერმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს პარლამენტისა და ქობულეთის საკრებულო წარმომადგენლებთან ერთად მიაგეს და დაღუპულთა სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

„ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ამ ადამიანების თავგანწირვა და ღვაწლი უსაზღვროა. დიდება გმირებს”- განაცხადა ლევან ზოიძემ.

2008 წლის აგვისტოს ომში მუნიციპალიტეტიდან 10 ჯარისკაცი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები