სოზარ სუბარი: ზურაბიშვილი რასაც ბოლო პერიოდში აკეთებს, ბევრი რამ ლოგიკაში არ ჯდება

“რა ლოგიკას მიჰყვება სალომე ზურაბიშვილი, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია”,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მან ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი კალანდარიშვილი არ წარადგინა.

სუბარის თქმით, სალომე ზურაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ნარატივს იმეორებს.

“სალომე ზურაბიშვილის ლოგიკა ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. გიორგი კალანდარიშვილი არის ადამიანი, რომლის მიმართ ჩატარებულ არც ერთ არჩევნებზე კითხვა არ არსებობდა. რა ლოგიკას მიჰყვება სალომე ზურაბიშვილი, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია. თუმცა, გასაგებია, რომ ის იმეორებს იმ ნარატივს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია ამკვიდრებს. მათი მიზანია, ამ ქვეყანაში რამენაირად სიმშვიდე არ დამყარდეს და იყოს მუდმივი არეულობა. ზურაბიშვილი რასაც ბოლო პერიოდში აკეთებს, ბევრი რამ არ ჯდება იმ ლოგიკაში, რასაც ჰქვია ქვეყნის სტაბილური განვითარება და ეს ნაბიჯიც ამ ლოგიკის გაგრძელებაა“, – განაცხადა სუბარმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე – ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები