ნანუკა ჟორჟოლიანი ტელევიზიის შექმნას აანონსებს

   ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ინტერნეტტელევიზიის შექმნას აანონსებს.
“მოკლედ, მიუხედავად იმისა რომ ცხელა და ყველა ვისვენებთ მე მაინც ვმუშაობ რატომ? იმიტომ, რომ ვაპირებ ახალი პროექტის დაწყებას. ბუნებრივია ნანუკას შოუს პარალელურად. მოკლედ, მინდა ვცადო ინტერნეტ ტელევიზიის გაკეთება:) მგონია რომ დღეს ეს სივრცე ყველაზე მეტად საინტერესოა ანუ ვირტუალური სამყარო რომელიც იქნება ფერადი, საინტერესო რუბრიკებით. არ იქნება სტანდარტული. უკვე შექმნილია დიზაინი და მგონი საინტერესო გამოვა… პოლიტიკა იქნება ცოტა, ისეთი ამბები რაც რეიტინგს წერს ბევრი სახელს ჯერ ვერ გეტყვით ვერც რუბრიკების დეტალებს ეს არ იქნება მაღალბიუჯეტიანი. თან ეს გამაბედინა ჩემმა ერთმა პროექტმა, რომელიც წარმატებული იყო, როგორც ბიზნესი. გახსოვთ ალბათ ნანუკას საბავშვო ცენტრი, თი-ბი-სი ბანკიდან ავიღე კრედიტი მაშინ იმ ბიზნესისთვის და ალბათ ბანკის წარმომადგენლები დამეთანხმებიან რომ ბიზნესმა კრედიტიც აწია და დასაქმებული ხალხის უზრუნველყოფაც შესძლო. ამიტომ ისევ გავრისკავ კრედიტს ამ ბიზნესისთვის, ვაწარმოებ მოლაპარაკებებს რამდენიმე ჟურნალისტთან, თუმცა ვეძებ ახალ სახეებს:) ამიტომ, მალე უკვე ოფიციალურად გამოვაცხადებ ვაკანსიებს სხვადასხვა პოზიციებზე და იმედი მაქვს, ერთად საინტერესო პროექტი გამოგვივა იმედი მაქვს მიგულშემატკივრებთ“, – წერს ჟორჟოლიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები