ზურაბ აზარაშვილი: ქვეყანაში 18-19 ათასი საწოლფონდი გვაქვს, აქედან უდიდესი ნაწილი დაუტვირთავია

მინდა დავადასტურო, რომ 300-მდე კლინიკა გვაქვს ქვეყანაში და ჯამში მილიარდი ლარის ფარგლებში იყო მათი საოპერაციო მოგება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ხელმისაწვდომი იყოს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო კლინიკები.

„მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს მიეწოდებოდეს ხარისხიანი სამედიცინო სერვისი. თანხები რასაც ამ სერვისში გადავიხდით ადეკვატური იყოს. თუ ქვეყანაში გვაქვს 18-19 ათასი საწოლფონდი, აქედან უდიდესი ნაწილი დაუტვირთავია. ამ საწოლფონდიდან გამომდინარე არის კომუნალური დანახარჯები, საწოლფონდს რამდენი ექთანი და ექიმი სჭირდება და ასე შემდეგ… არაეფექტურად ხდება ამ ყველაფრის გამოყენება. თუნდაც 50%-იანი დატვირთვის შემთხვევაში კლინიკებს სურვილი უჩნდებათ, რომ კიდევ ახალი კლინიკები გახსნან და არსებულმა იფუნქციონირონ, ეს ნიშნავს, რომ რაღაც პრობლემაა. მინდა დავადასტურო, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში კლინიკების საოპერაციო მოგება მილიარდი ლარის ფარგლებში იყო. მილიარდი ლარი სექტორისთვის ცოტა არ არის. 300-მდე კლინიკა გვაქვს ქვეყანაში და ჯამში მილიარდი ლარის ფარგლებში იყო საოპერაციო მოგება. ჩემი აზრით, ეს საოპერაციო მოგება საკმარისია ინვესტიციებისთვის, კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალს რომ ღირსეულ ანაზღაურებასთან მიახლოებული ანაზღაურება მივცეთ“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები