ირაკლი კობახიძე: რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც საქართველოში ომის დაწყების შემდეგ შემოვიდნენ და 31 ივლისის მდგომარეობით აქ რჩებიან, 110 ათასზე ნაკლებია – მათი დიდი ნაწილი ეთნიკურად ქართველია

საზღვრის კვეთის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ომის დაწყების, 24 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ საქართველოში და 31 ივლისის მდგომარეობით საქართველოში იმყოფებიან 110 ათასზე ნაკლებია, რაც საქართველოს მოსახლეობის 3%-საც კი არ შეადგენს. ამასთან, მათი დიდი ნაწილი ეროვნებით ქართველია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 3-ჯერ ჩამორჩება 2019 წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობას. გარდა ამისა, საზღვრის კვეთის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ომის დაწყების, 24 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ საქართველოში და 31 ივლისის მდგომარეობით საქართველოში იმყოფებიან 110 ათასზე ნაკლებია, რაც საქართველოს მოსახლეობის 3%-საც კი არ შეადგენს. ამასთან, მათი დიდი ნაწილი ეროვნებით ქართველია.

განცხადებებზე, რომლითაც რუსეთიდან საქართველოში მასობრივად არა ტურისტები, არამედ სამხედროები და სპეცსამსახურების თანამშრომლები შემოდიან სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. თუკი რაიმეა ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი, ეს სწორედ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიაა“, – აცხადებს კობახიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები