კრემლი მთიან ყარაბაღში ვითარების ესკალაციით შეშფოთებულია და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

მოსკოვი შეშფოთებულია მთიანი ყარაბაღში ესკალაციის გამო და მხარეებს თავშეკავებისა და სამმხრივი შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

“მოვლენებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ბუნებრივია, სიტუაციის გამწვავებით შეშფოთებულები ვართ. მხარეებს თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ და, რაც მთავარია, დაიცვან ცნობილი სამმხრივი დოკუმენტის ყველა დებულება”, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები