მიხეილ სარჯველაძე: გარდა იმისა, რომ სახალხო დამცველი მიუკერძოებელი და კვალიფიციური უნდა იყოს, ძალიან საპასუხისმგებლო ფუნქციები ეფექტურად უნდა შეასრულოს
“გარდა იმისა, რომ სახალხო დამცველი მიუკერძოებელი და კვალიფიციური უნდა იყოს, ძალიან საპასუხისმგებლო ფუნქციები ეფექტურად უნდა შეასრულოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ომბუდსმენის არჩევის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, შერჩევის პროცესში ბევრი კრიტერიუმია გასათვალისწინებელი.
„12-პუნქტიან გეგმაში ყურადღება ამ საკითხზეცაა გამახვილებული და ეს ერთ-ერთი ამოცანაა, რომელიც დასახული გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი კრიტერიუმის მიხედვით შეირჩეს სახალხო დამცველის ისეთი კანდიდატურა, რომელიც იქნება მიუკერძოებელი, კვალიფიციური და ამასთან ერთად, ეფექტურად შეასრულებს ძალიან საპასუხისმგებლო ფუნქციებს, რომლებიც, სახალხო დამცველს კონსტიტუციის თანახმად ეკისრება“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.