მაიმუნმა “სელფების“ სერია გადაიღო

  ვის ეკუთვნის საავტორო უფლებები, თუ მაიმუნმა ე.წ. სელფი გადაიღო – ეს კითხვა დავის მიზეზი გახდა. 2011 წელს ფოტოგრაფი დევიდ სლეიტერი მაკაკების გადასაღებად ინდონეზიას სტუმრობდა. მუშაობის დროს მაიმუნმა ერთ-ერთი კამერა აიღო და ე.წ. სელფი გადაიღო. სახალისო ფოტოებმა ინტერნეტსივრცე მალევე დაიპყრო.  სლეიტერი ცდილობდა, სახელგათქმული ფოტოების უფასოდ გავრცელება შეეჩერებინა, თუმც ორგანიზაცია “ვიკიპედია“ ირწმუნება, რომ რადგან სლეიტერს ფოტო თავად არ გადაუღია, მას არც საავტორო უფლებები ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები