ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ფიქრობს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებით ხელისუფლება ქულებს ჩაიწერს და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს არ მოხდეს

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია ფიქრობს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღებით ხელისუფლება ქულებს ჩაიწერს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს.

მისივე თქმით, ეს მათ ბუნებას აჩვენებს.

„ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ პროცესის საბოტაჟი განახორციელონ, რომელიც ევროინტეგრაციას უკავშირდება, ეს აჩვენებს მათ ბუნებას. ისინი ფიქრობენ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებით, ხელისუფლება ქულებს ჩაიწერს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, მოქმედებას ჩვენი პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ და ეს პროცესი გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები