ირაკლი კობახიძე – საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის მატებაზე: საარჩევნოდ რომ ყოფილიყო განკუთვნილი, 2024 წელს მოხდებოდა
“ეს საარჩევნოდ რომ ყოფილიყო განკუთვნილი, 2024 წელს მოხდებოდა – ამ გადაწყვეტილებას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საჯარო სექტორში ხელფასები დიდი ხანია, არ გაზრდილა და ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია.
„ეს საარჩევნოდ რომ ყოფილიყო განკუთვნილი, 2024 წელს მოხდებოდა. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს. ძალიან დიდი ხანია, საჯარო სექტორში ხელფასები არ გაზრდილა, აქედან გამომდინარე, ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურში, მათ შორის, იმისთვის, რომ კორუფციის კუთხით, ჯანსაღი მდგომარეობა იყოს და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ იყოს სათანადო შრომის ანაზღაურება და სწორედ ამას ემსახურება“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2026 წლამდე ყოველ წელს მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები, უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში, ჯამურად, დაახლოებით 50%-იანი მატება გამოვა.