თურქეთში აცხადებენ, რომ ბაირაქტარის წარმოებასთან დაკავშირებით რუსეთთან თანამშრომლობას არ განიხილავენ
თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის ხელმძღვანელი, ისმაილ დემირი აცხადებს, რომ მისი დეპარტამენტი ბაირაქტარების ერთობლივ წარმოებაზე რუსეთთან შესაძლო თანამშრომლობას ამჟამად არ განიხილავს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ დემირა თურქულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
„ვერაფერს ვიტყვი, ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ჩვენს დღის წესრიგში დგას“, – აღნიშნა თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები დაინტერესებულნი არიან თურქული ბაირაქტარის თვითმფრინავების წარმოებით.