ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ გვინდა, რაიმე პოლემიკაში შევიდეთ ამერიკის ელჩთან, უბრალოდ, ჩვენი ერთგვარი რჩევა იქნებოდა, რომ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიეწოდოს პოზიციასთან დაკავშირებით

“როდესაც ვიღაც ითხოვს სანქციებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რა არის ელჩის პოზიცია. როდესაც ითხოვენ მთავრობის გადადგომას, რა არის ელჩის პოზიცია; როდესაც ომისკენ გვექაჩებიან, რა არის ელჩის პოზიციაა და ასე შემდეგ. აქ რომ იყოს მკაფიო გამიჯვნა, ბუნებრივია, საზოგადოებას კითხვები არ დარჩებოდა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციები საკითხებთან დაკავშირებით მკაფიო უნდა იყოს.

„ასეთ დროს, როდესაც ვიღაცები ცდილობენ, ომის რიტორიკა გააღვივონ და მას ელჩი არ ემიჯნება, ბუნებრივია, ეს წარმოშობს გარკვეული კითხვებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, მეტი სიცხადე საზოგადოებისთვის და ესაა უბრალოდ ჩვენი მოწოდება. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა რაიმე პოლემიკაში შევიდეთ ამერიკის ელჩთან, უბრალოდ, ჩვენი ერთგვარი რჩევა იქნებოდა, რომ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიეწოდოს პოზიციასთან დაკავშირებით. მაგალითად, როდესაც ვიღაც ითხოვს სანქციებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რა არის ელჩის პოზიცია. როდესაც ითხოვენ მთავრობის გადადგომას, რა არის ელჩის პოზიცია; როდესაც ომისკენ გვექაჩებიან, რა არის ელჩის პოზიციაა და ასე შემდეგ. აქ რომ იყოს მკაფიო გამიჯვნა, ბუნებრივია, საზოგადოებას კითხვები არ დარჩებოდა“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები