ირაკლი კობახიძე – მაჭარაშვილზე: გურამთან ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე გვერჩივნა, რომ ჩვენ ერთი პარტია ვყოფილიყავით
“ადამიანურად ეს სამწუხაროა. გურამთან ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე გვერჩივნა, რომ ჩვენ ერთი პარტია ვყოფილიყავით”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გურამ მაჭარაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის „ქართულ ოცნებას” ტოვებს და სუბარი-ხუნდაძე-ყაველაშვილის ჯგუფს უერთდება.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მისი არჩევანია.
“ადამიანურად ეს სამწუხაროა. გურამთან ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე გვერჩივნა, რომ ჩვენ ერთი პარტია ვყოფილიყავით, ერთი ფრაქცია და გუნდი. თუმცა, იცით, რომ რამდენიმე ადამიანმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. მათ სურთ, გათავისუფლდნენ სტატუსისგან იმისთვის, რომ მეტი თქვან საზოგადოების წინაშე. ეს მათი არჩევანია, ჩვენ ამაზე განსხვავებული შეხედულებები გვქონდა. მე, მაგალითად, სრულ სიმართლეს ვერ ვეუბნები საზოგადოებას იმისთვის, რომ რაღაცებს გავუფრთხილდე. მე, როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელს, არ მაქვს საშუალება, რომ საზოგადოებას ვუთხრა ის, რაც კულისებსა და კაბინეტში ხდება, იმისთვის, რომ რაღაცებს გავუფრთხილდე. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვექნება პარლამენტში პრობლემები. ჩვენ მყარი უმრავლესობა გვაქვს და ყველა გადაწყვეტილება სათანადოდ იქნება მიღებული. გუნდი ერთიანია და ძლიერი“,- აცხადებს კობახიძე.