28 ივლისი ნინო ქუთათელაძის დაბადების დღეა
28 ივლისს 70 წლის გახდა – პოეტი, ესეისტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი და მხატვარი, ნინო ქუთათელაძე. მას 70 წელი შეუსრულდა.
დაიბადა 1952 წელს თბილისში. დაამთავრა მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის 124-ე საშუალო სკოლა. 1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობით ჟურნალისტიკა.
ნინო ქუთათელაძე მუშაობდა საქართველოს ტელერადიოკორპორაციის ლიტერატურის განყოფილების გამგედ. არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი და საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი.
აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი; გიორგი ლეონიძის პრემიის ლაურეატი.
ხუთი პოეტური კრებულის ავტორია. მის მიერ თარგმნილი ანდრეი ბელის რომანი „პეტერბურგი“ 2015 წელს გამოიცა და ლიტერატორებმა ერთხმად აღიარეს, როგორც ბელის შემოქმედების „ქართული დღესასწაული“.
2022 წელს გამოიცა მისი ნოველების კრებული – „სიზმრების ქარავანი ანუ თბილისური ნოველები“.