“იმ ღამეს სააკაშვილმა ცხინვალში საქართველოს მოქალაქეებს – ცეცხლი გაუხსნა”

   “საქართველოს გზის” საპატიო ლიდერი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი 6 წლის წინ განვითარებულ მოვლენებში საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეცდომებზე წერს და აღნიშნავს, რომ სააკაშვილმა ცხინვალში თანამემამულეებს ცეცხლი გაუხსნა.
“6 წელი გავიდა… იმ ღამეს სააკაშვილმა ცხინვალზე – ანუ თავის თანამემამულეებზე, საქართველოს მოქალაქეებზე – ცეცხლი გახსნა და რაკეტები დაუშინა… გამოიწვია მოსალოდნელი (და წინასწარ გამოცხადებული) რუსეთის სამხედრო რეაქცია.. მიაღწია მოსალოდნელ დამარცხებას და “გეგმიური” ტერიტორიების დაკარგვას… ჯერ კიდევ ამ დანაშაულისთვის გასამართლებული არაა… და სანამ არ იქნება, საქართვლო სააკაშვილის (და არა ქვეყნის) დანაშაულისგან ვერ განთავისუფლდება და რუსეთს ვერ მოსთხოვს პასუხს ჩადენილ ძალადობაზე და ოკუპაციაზე! ისიც არ დავივიწყოთ – დღეს უკრაინის მოვლენების ფონზე – რომ რუსეთის აღზევება სწორედ მაშინ დაიწყო და სააკაშვილმა მისცა – “პირველად მსოფლიოში” – თავისი ძალების დემოსტრირების საშუალება!“- წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები