დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი: ელექტრონული სიგარეტი ისეთივე მავნებელია ჯანმრთელობისთვის, როგორც თამბაქოს სხვა ნაწარმი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ელექტრონული სიგარეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და ჯანმრთელობაზე მის მავნე ზემოქმედებას უსვამს ხაზს.

“არა, ელექტრონული სიგარეტი არ გეხმარება თამბაქოზე თავის დანებებაში!

კი, ელ. სიგარეტი ისეთივე მავნებელია შენი ჯანმრთელობისთვის, როგორც თამბაქოს სხვა ნაწარმი!

ეპიდემიოლოგიისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (National Centre for Epidemiology and Population Health) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად :

ელ. სიგარეტის მოხმარება ზრდის ფილტვის დაზიანებისა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა, კიბოს და სხვა დაავადებების რისკს;

ელ. სიგარეტის გამოყენება იწვევს დამოკიდებულებას, განსაკუთრებით კი მოზარდებში;

ხშირ შემთხვევაში, თამბაქოს ახალი პროდუქტის მომხმარებელი, პარალელურად, ეწევა სიგარეტსაც, რაც ორმაგ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას.

ელ. სიგარეტის მომხმარებელი სამჯერ უფრო მეტს ეწევა ვიდრე ტრადიციული თამბაქოს მომხმარებელი;

გაუფრთხილდი საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას, უთხარი არა თამბაქოს ნებისმიერ ნაწარმს!

კვლევის შესახებ ინფორმაციას გაეცანით – https://bit.ly/3bu7Ss2“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები