„ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ – ახალი ქართული მხატვრული ფილმის ჩვენება გაიმართება
29 ივლისს, 21.00 საათზე, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალური მუზეუმში ახალი ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ ჩვენება გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფილმი გადაღებულია თამრი ფხაკაძის იმავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით და დაფინანსებულია 2018 წელს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ.
„ეს ამბავი 2008 წლის აგვისტოს, რუსეთის საოკუპაციო ჯარების საქართველოში შემოჭრამდე დაახლოებით 6 საათით ადრე ჟურნალისტს მოუყვა ქართველი აგრონომი, ფერმერი რობიზონი. რობიზონის ბოსტანი ყველაზე სტრატეგიულ ადგილას აღმოჩნდა. რობიზონის ძმა ომს სხვა ქვეყანაში გაექცა, რობიზონი კი დარჩა თავის სახლში და ცდილობს მიწის სიყვარული არ დაკარგოს, თუმცა მილიტარიზებულ გარემოსთან მარცხდება. ეს არ არის ფილმი ომზე, ეს არის ფილმი დიდ ძალადობაზეა, როდესაც დიდი ქვეყნები ძალადობენ პატარებზე, ეს არის ფილმი გაუთავებელი ომით დაღლილ ადამიანებზე, რომლებიც ხან სხვა ქვეყნებში გარბიან ან ფსიქიკა შელახულები ცდილობენ ისე გადარჩნენ, რომ ღირსება არ დაკარგონ.
საპროდიუსერო კომპანია: BISstudia
მწარმოებელი კომპანიები: კავკასიური კინოსერვისი, postredaudio, art things.
რეჟისორი: ბესო სოლომანაშვილი.
სცენარისტი: ბესო სოლომანაშვილი, ირაკლი სოლომანაშვილი. თამრი ფხაკაძე
ოპერატორი: გელა ჩინჩალაძე
მხატვარი: მამუკა ესაძე.
მონტაჟი: ლევან კუხაშვილი.
ხმის დიზაინი: ბესო კაჭარავა
კომპოზიტორი: ზვიად მრებრიშვილი
ხმის ოპერატორი: ვანო გვარაძე.
გრიმი: ლინა ჩიკვაიძე
პროდიუსერი: ბესო სოლომანაშვილი.
მთავარ როლში: დემეტრე სხირტლაძე
მსახიობები: მამუკა ესაძე, სალომე შანშიაშვილი. ვასილ გრიგალაშვილი, მაია ლომიძე, ზურა ქაფიანიძე, ვიქტორია ჩიკვაიძე, სამსონ სტეფნაძე, ზურაბ რევაზიშვილი, სტეფან ტოლცი, კახა ბერიძე, დენის ხლებოვი, გიორგი ცაავა, ზაზა ცერულაშვილი, ლექსო კაკიაშვილი, ქიშვარდ მანველიძე, ივანე ქურასბედიანი.
ჩვენების შემდეგ გაიმართება შემოქმედებით ჯგუფთან შეხვედრა და ფილმის რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი წარადგენს ახალ კრებულს – „სხვისი კინო“, რომელიც კატეგორია „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“ ლიტერატურული პრემია „საბას“ ფინალისტების მოკლე სიაში მოხვდა.
მისამართი: თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. N7.