ნინო ფოჩხუა: ელჩი იტყუება! სიმართლეს ეძახის ჭორებს! თუ ეს ასე არ არის, გამოვიდეს და თქვას მისი სიმართლე

„ამ წერილით, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ როგორი ფასეულია მისთვის თავისი ქვეყანა და ხალხი, რომელიც არ გაწირა ომისთვის, არა და მისი ერთი სიტყვა და დღეს ალბათ აღარც ვიქნებოდით“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ნინო ფოჩხუა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელმაც, ამერიკის ელჩის თხოვნით, მასთან შეხვედრა დაადასტურა.

მისი თქმით ვინც ივანიშვილს რუსეთუმეობას აბრალებს, კარგად წაიკითხონ რას წერს, რომ ყველას ვალია მთელი ყურადღება გადატანილი იქნას საქართველოს ურთიერთობებზე სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, რომ ყველამ უნდა ვიზრუნოთ ეს ურთიერთობები არ დავაზიანოთ“.

„მერამდენედ უნდა დადოს ქვეყნისთვის სასწორზე ბიძინა ივანიშვილმა ჯერ თავისი სიცოცხლე, მერე თავისი ფინანსები, რომ გავიდეთ სამშვიდობოს?
ამ წერილით, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ როგორი ფასეულია მისთვის თავისი ქვეყანა და ხალხი, რომელიც არ გაწირა ომისთვის, არა და მისი ერთი სიტყვა და დღეს ალბათ აღარც ვიქნებოდით. რამხელა ზეწოლას გაუძლო და უძლებს, რომ როგორმე გაგვიყვანოს სამშვიდობოს ამ ურთულეს გეო-პოლიტიკურ ვითარებაში.
ეჭვიც არ მეპარებოდა ამ შეხვედრაზე ქალბატონ კელი დეგნანთან, რომელიც ამ წერილმაც დაადასტურა. 3 საათი გრძელდებოდა ვიზიტიო, წარმომიდგენია რა ხდებოდა იქ, იმ შეხვედრაზე. გაუძლო და გადაგვარჩინა, მიუხედავად რომ რისკები კვლავ რჩება.
ახლა სიტყვა ამერიკის ელჩზეა, გამოვიდეს ქალბატონი დეგნანი და თქვას, რაზე ისაუბრა, რა უნდოდა იმ კაცთან, რომელიც დიდიხნის წასულია პოლიტიკიდან, არ იყო მაშინ ოლიგარქი?
როგორ არ მინდა ვთქვა, მაგრამ ფაქტს ვერ გავექცევი.
ელჩი იტყუება!
სიმართლეს ეძახის ჭორებს!
თუ ეს ასე არ არის, გამოვიდეს და თქვას მისი სიმართლე, თუმცა ჩემთვის უკვე მის გამოსვლას აღარ აქვს მნიშვნელობა, ის აღარ იმსახურებს ნდობას, დარწმუნებული ვარ მე არ ვარ მარტო.
და კიდევ, ვინც ივანიშვილს რუსეთუმეობას აბრალებს, კარგად წაიკითხონ რას წერს,
რომ ყველას ვალია მთელი ყურადღება გადატანილი იქნას საქართველოს ურთიერთობებზე სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, რომ ყველამ უნდა ვიზრუნოთ ეს ურთიერთობები არ დავაზიანოთ.“- წერს ნინო ფოჩხუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები