ახალგაზრდა პოეტმა, ლიკა ჭელიძემ სადებიუტო წიგნის პრეზენტაცია სამტრედიაში გამართა

დღეს ახალგაზრდა პოეტი, ლიკა ჭელიძე თავისი სადებიუტო წიგნით  – “სიმშვიდის იმიტაცია” წარდგა სამტრედიელი საზოგადოების წინაშე.

შეხვედრა მერიის ხელოვანთა დარბაზში გაიმართა და მას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა საზოგადოებრივ წამოწყებას. დღეს დამწყებ მწერალს შევხვდით და ეს უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაუკავშირდეს ლიტერატურას, მწერლობას, შემოქმედებითობას. ეს ყველაფერი ადამიანის სრულფასოვნად ჩამოყალიბებას და მის ინტელექტუალურ მხარეს ემსახურება”, – განაცხადა ბახტაძემ.

შეხვედრის ბოლოს, წიგნის ავტორმა მადლობა გადაუხადა დავით ბახტაძეს მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები