“მარცვლეულის შეთანხმება სპეცოპერაციის დასრულებას არ ნიშნავს” – ლავროვი ოდესის პორტის დაბომბვაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების ფარგლებში მოსკოვს “სპეცოპერაციის” დასრულების ვალდებულება არ აუღია.

ამის შესახებ მან 23 ივლისს, ოდესის პორტის დაბომბვის კომენტირებისას თქვა.

„22 ივლისს სტამბოლში ხელმოწერილ შეთანხმებაში არანაირი ვალდებულება არ არის, რომელიც აგვიკრძალავს სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაგრძელებას, სამხედრო ინფრასტრუქტურისა და სხვა სამხედრო სამიზნეების განადგურებას“, – განაცხადა ლავროვმა კონგოში ვიზიტისას.

მანამდე, კრემლში განაცხადეს, რომ ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმა სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იყო მიმართული და არანაირად არ აისახება მარცვლეულის საექსპორტო შეთანხმებებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები