“რუსების ყველა გეგმა ჩავარდება, ხერსონი სექტემბრამდე გათავისუფლდება” – ხერსონის ხელმძღვანელის მრჩეველი
ხერსონისთვის ბრძოლაში გარდამტეხი მომენტი უკვე დადგა, რომლის შედეგად ოლქი სექტემბრისთვის აუცილებლად გათავისუფლდება, – განაცხადა ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, სერგეი ხლანმა.
„შეიძლება – ვთქვათ, რომ სექტემბრისთვის ხერსონის ოლქი აუცილებლად განთავისუფლდება და რუსების ყველა გეგმა ჩავარდება. შეიძლება ითქვას, რომ ბრძოლის ველზე გარდამტეხი მომენტი დადგა. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ბოლო საომარ მოქმედებებში იმარჯვებენ. შეიძლება ითქვას, რომ თავდაცვიდან კონტრშეტევაზე გადავდივართ“, – თქვა მან.