“სკოლა და კულტურული ცენტრი” – ოკუპანტებმა ჩუგუევი დაბომბეს (ფოტო)
რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით ხარკოვის ოლქის ქალაქი ჩუგუევი დაბომბეს. როგორც სოციალურ ქსელში ქალაქის მერმა, გალინა მინაევამ დაწერა, დანგრეულია სამოქალაქო ობიექტები – სკოლა და კულტურის სახლი, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა დააზუსტა, რომ მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ასევე, სინეგუბოვმა დაწერა, რომ 24 ივლისს ოკუპანტებმა ოლქის სხვა დასახლებული პუნქტებიც დაბომბეს.
“დღის განმავლობაში სარაკეტო იერიშებია მიტანილი სოფლების – კორობოჩკინოსა და პეჩენეგიის საცხოვრებელ რაიონებზე”, – დაწერა მან.
ბოგოდუხოვსკის რაიონში, დაბომბვის შედეგად, ფერმის საწყობის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი მაშველებმა ჩააქრეს. ასევე, იყო დაბომბვა იზიუმის მიმართულებით.
ხარკოვის რაიონის სოფელ კულინიჩში 39 წლის, ტრაქტორის მძღოლი ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა.