ლოს – ანჯელესში ავტოგამოფენაზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ლოს-ანჯელესის პარკთან, სადაც ავტოშოუ მიმდინარეობდა, სროლის შედეგად – ორი ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ NBC News-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით იტყობინება.

შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაშავდა.

ძალოვან უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ მსროლელი შესაძლოა, სულ მცირე, ორი იყოს.

მედიის ინფორმაციით, ინციდენტს მხარეებს შორის გარკვეულ დავა უძღოდა.

დამატებითი დეტალები უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები