ბორჯომში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაბრუნდა – არიან დაშავებულები

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

არსებული ინფორმაციით, ახალციხე-თბილისის სამარშრუტო ტაქსიში 14-მდე ადამიანი იმყოფებოდა. არიან დაშავებულებიც.

შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები