„უკრაინული სამხედრო ნავი კიევის რეჟიმის საყვარელ მისამართზე გაგზავნეს“- რუსეთმა ოდესაზე თავდასხმა დაადასტურა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ რუსეთის მხრიდან ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმა დაადასტურა. მისი თქმით, ქალაქზე პორტის მახლობლად, სადაც ექსპორტისთვის მარცვლეული ინახებოდა, თავდასხმა „მაღალი სიზუსტის“ რაკეტით განხორციელდა.
ზახაროვა ირწმუნება, რომ დარტყმების სერიის სამიზნე, სავარაუდოდ, ნავი იყო და არა მარცვლეულის საწყობები.
„მათ გაანადგურეს ოდესის პორტის სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტი, უკრაინული სამხედრო ნავი მაღალი სიზუსტის დარტყმით კიევის რეჟიმის საყვარელ მისამართზე გაგზავნეს“, – აღნიშნა ზახაროვამ.