„რთულ პერიოდს ერთად გადავლახავთ, არავინ დარჩება მარტო“ – ოლაფ შოლცი გერმანიის მოსახლეობას მიმართავს
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიის გაზის იმპორტიორ Uniper-ის გადასარჩენად მრავალმილიარდიანი დახმარების შესახებ გამოაცხადა.
აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, გერმანიის მთავრობა Uniper-ის 30%-იან წილს შეიძენს და მის დაფინანსებას უზრუნველყოფს.
როგორც შოლცმა აღნიშნა, გერმანულ ოჯახებს შემოდგომაზე ბუნებრივი აირის გაზრდილი საფასურის გადახდა მოუწევთ. ამასთან, ის მოსახლეობას ტარიფების გაძვირების ფონზე დახმარებას დაჰპირდა.
„ჩვენ ერთად ვიქნებით, ეს მნიშვნელოვანია. არავინ დარჩება მარტო თავის გამოწვევებთან და პრობლემებთან, არც ერთი მოქალაქე, არც ერთი კომპანია ამ ქვეყანაში. ერთად საკმარისად ძლიერი ვართ, რათა გავუმკლავდეთ ამას და ერთად დავძლევთ პრობლემებს მიმდინარე და მომავალ წლებში“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.