ყაზახეთმა რუსული ვაქცინის წარმოებაზე უარი თქვა

ყაზახეთში იმ ქარხანამ შეაჩერა მუშაობა, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო, რუსულ ვაქცინას – Sputnik V-ს აწარმოებდნენ.

ამის შესახებ ORDA ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტოზური პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელზე, ბაუირჟან ჯუსიპოვზე დაყრდნობით წერს.

„პანდემიის დაწყების შემდეგ, ყარაგანდაში Sputnik V-ის წარმოება დავიწყეთ. ამჟამად, ეს პროცესი შეჩერებულია. დღესდღეობით, ვაქცინების საკმარისი მოცულობა გვაქვს”,- თქვა მან.

მისი თქმით, ყაზახეთმა საკუთარი ვაქცინის  – QazVac-ის საკმარისი რაოდენობა დაამზადა.

გარდა ამისა, ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრო Pfizer-ის ვაქცინის ახალი პარტიის შესყიდვაზე აწარმოებს მოლაპარაკებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები