„ბოლო დროს მისი განცხადებები დეპოლარიზაციას კი არა, პოლარიზაციას უწყობს ხელს“ – გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

„სამწუხაროდ, ჩვენ რასაც ვხედავთ, ბოლო დროს მისი განცხადებები დეპოლარიზაციას კი არა, პოლარიზაციას უწყობს ხელს და აქედან გამომდინარეობს სწორედ ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ჩვენი ფუნქცია შევასრულოთ“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ მზად ვიყავით, რომ პროცესი დაწყებულიყო, მაგრამ არ გამოსდის შუამავლობა. არავინ არ უჯერებს. თუ არ აწყობს რადიკალურ ოპოზიციას მისი განცხადება, მას არ უჯერებს, თუ აწყობს, მერე მასზე პირიქით – პოლარიზებას მიმართავს ხოლმე.
სამწუხაროდ, ჩვენ რასაც ვხედავთ, ბოლო დროს მისი განცხადებები დეპოლარიზაციას კი არა, პოლარიზაციას უწყობს ხელს და აქედან გამომდინარეობს სწორედ, ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ჩვენი ფუნქცია შევასრულოთ. პარლამენტმა, მთავრობამ, პრეზიდენტმა. დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს მიდგომა იქნება დეპოლარიზაციისთვის ხელის შემწყობი“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები