ლარი გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8045 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8203 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0158 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8567 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8697 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0130 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები