ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით, გულრიფშში ხმაური იყო – ბჟანიამ შეხვედრა დროზე ადრე დატოვა (ვიდეო)

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ გულრიფშის რაიონის კულტურის სახლში საზოგადოებასთან შეხვედრა დროზე ადრე დატოვა.

ამის მიზეზი გახდა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემასთან დაკავშირებული დასმული შეკითხვა, რამაც დამსწრე საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა, ღონისძიების დაწყებამდე დარბაზში მათი შეშვება არ უნდოდათ. ტელეგრამ-არხ RESPUBLICA-ს ცნობით, აღნიშნულს შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

​ოპოზიციის წარმომადგენელმა, ჯანსუღ ადლეიბამ ადგილიდან ბჟანიას წლის დასაწყისში ხელმოწერილი შეთანხმების შესახებ დაუსვა შეკითხვა, რაზეც დე ფაქტო ლიდერმა თქვა, “მისმინე, ბოროტად ნუ იყენებ ჩემს შენდამი პატივისცემას.. კეთილი ინებე და დაჯექი შენს ადგილზე“.

აღნიშნულს სიტყვიერი გადაძახილი მოჰყვა, იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლის ეპიზოდებიც, წერს “ეხო კავკაზა”.

ამის შემდეგ ბჟანიამ დარბაზი დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები