სარჯველაძე – პრაისის განცხადებაზე: არ მგონია, რომ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა აშშ-ის ელჩზე თავდასხმას

არ მგონია, რომ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა აშშ-ის ელჩზე თავდასხმას. არ მგონია, რომ სწორი შეფასება იყოს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებას.

სარჯველაძის თქმით, საზოგადოებაში კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც დეგნანთან დაკავშირებით მოსამართლემ ისაუბრა.

„ვაი, თუ კარგად არ არის ინფორმირებული ან მისკომუნიკაციას აქვს ადგილი კვლავ, რადგან ამ შემთხვევაში არ მგონია, რომ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა აშშ-ის ელჩზე თავდასხმას. ამას ვერ დავეთანხმები და არ მგონია, რომ სწორი შეფასება იყოს.
რაც შეეხება საკითხებს, რაზეც დისკუსია გაჩნდა საზოგადოებაში, გამოვიდა მოსამართლე და თქვა ის, რაც თქვა. ამ თემაზე საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა, კითხვები გაუჩნდათ პოლიტიკოსებსაც. გუშინ ჯერ კიდევ ნედ პრაისის განცხადებამდე ვთქვი, რომ კარგი იქნება, ამ მიმართულებით ღრუბლები გაიფანტოს და არ მაქვს განცდა, რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს უბედურებებს, კანონდარღვევებს და ა.შ. მით უფრო იმ ფონზე, რომ თავად ელჩის განმარტება იყო ისეთი, რომ მეგობრებს შორისაც შეიძლება, არსებობდეს გარკვეული უთანხმოება, განსხვავებული ხედვები და ამასთან დაკავშირებით ლაპარაკი აუცილებელია. არ მგონია, ამ შემთხვევაში ვითარება ისე დრამატულად იყოს, როგორ წარმოჩენასაც ზოგიერთი ჟურნალისტი ცდილობს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები