„არ ვარ დარწმუნებული, რომ პრესსპიკერი სრულფასოვან ინფორმაციას ფლობდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა განცხადება გააკეთა კონკრეტულმა მოსამართლემ“ – გივი მიქანაძე ნედ პრაისის განცხადებაზე

„არ ვარ დარწმუნებული, რომ პრესსპიკერი სრულფასოვან ინფორმაციას ფლობდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა განცხადება გააკეთა კონკრეტულმა მოსამართლემ“, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ პრესსპიკერი სრულფასოვან ინფორმაციას ფლობდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა განცხადება გააკეთა კონკრეტულმა მოსამართლემ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით.
დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მოიკითხავენ ამ ფაქტთან დაკავშირებით დეტალებს. აქ კიდევ ერთხელ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ყველამ, ვინც  უნდა იყოს, პატივი უნდა სცეს სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას და მასში რაიმე ფორმით ჩარევა ნებისმიერი პირისგან არის მიუღებელი. ამაზე არის მხოლოდ და მხოლოდ საუბარი. არანაირ თავდასხმას, არანაირ სხვანაირ გამოხატულებას ადგილი არ ჰქონია“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები