თამარ ტალიაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტარებმა ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მიიღონ ისეთ მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით, როგორიცაა დეოლიგარქიზაციის საკითხი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტარებმა ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მიიღონ ისეთ მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით, როგორიცაა დეოლიგარქიზაციის საკითხი.

მისივე თქმით, ევროპარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა ხელისუფლებისთვის ცენტრალური ხაზია.

„მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტარებმა ობიექტური, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მიიღონ ისეთ მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით, როგორიცაა დეოლიგარქიზაციის საკითხი. 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ყველა ეტაპზე და განსაკუთრებით ახლა, ევროპარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი ხელისუფლებისთვის ცენტრალური ხაზია“, – აცხადებს ტალიაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები