გია ვოლსკი: ჩანს, პრეზიდენტს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ კომიტეტებში 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია, მუშაობენ

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის განცხადებით, პრეზიდენტს, სავარაუდოდ, არასწორი ინფორმაცია ჰქონდა, რადგან პარლამენტში კომიტეტები 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად დიდი ხანია, უკვე მუშაობენ.

„საინტერესო იყო პრეზიდენტის განცხადება – იმის გამო მოიწვია პლენარული სხდომა, რომ მუშაობის დაწყება უნდა 12 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, როგორც საშინაო დავალება შესასრულებელი. ჩანს, არ ჰქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კომიტეტები უკვე დიდი ხანია, მუშაობს. რასაკვირველია, საშემოდგომო სესიის დაწყებისთვის ჩვენ მომზადებული შევხვდებით. დღის წესრიგის გარეშე პლენარული სხდომის მოწვევა არც პოლიტიკურად და, რაც მთავარია, არც რეგლამენტის მიხედვით, სწორი არ არის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები