გივი მიქანაძე: გარკვეული ძალებისა და ოპოზიციის მცდელობაა, რომ ვითარება არასწორად წარმოჩნდეს
„არის გარკვეული ძალებისა და ოპოზიციის მცდელობა, რომ არსებული ვითარება არასწორად წარმოჩინდეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე აცხადებს.
მისივე თქმით, ევროპარლამენტარებთან ჩანიშნულ შეხვედრაზე ევროკომისიის რეკომენდაციების 12-პუნქტიანი გეგმის დეტალური განხილვა იგეგმება.
„დეტალურად განიხილება ყველა ის საკითხი, რომელიც 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთანაა დაკავშირებული. გარკვეულწილად, საუბარი იქნება იმ საკითხთან მიმართებით, რომელიც ეხება რამდენიმე კვირის წინ, სრულიად აბსურდული და უსაფუძვლო რეზოლუციის მიღებას ევროპარლამენტის მიერ და კონკრეტული არგუმენტების კიდევ ერთხელ წარდგენას, რომელიც აბსოლუტურად წარმოაჩენს, რომ იმ რეზოლუციაში ასახული რიგი დებულებები არ შეესაბამება რეალობას. არის გარკვეული ძალებისა და ოპოზიციის მცდელობა, რომ არსებული ვითარება არასწორად წარმოჩინდეს“, – აცხადებს გივი მიქანაძე.