ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხი ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა და ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ მათ მისწრაფებას, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივის სტატუსი და წარუდგინა რეფორმების საგზაო რუკა, რომელიც უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ საქართველომ სრული კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხი ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა და ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ მათ მისწრაფებას. აშშ მუშაობს ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, რათა ბოლო მოუღოს პუტინის ომს უკრაინაში რაც შეიძლება სწრაფად და უზრუნველყოს უსაფრთხო მომავალი მთლიანად რეგიონისთვის.
აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიანი ძალისხმევის მხარდაჭერას, რათა დასრულდეს რუსეთის კონფლიქტი და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია“, – განაცხადა ნედ პრაისმა.