მიხეილ ყაველაშვილი: ჩანს, რომ ზეწოლა კვლავ განმეორდება, ხელისუფლების შეცვლის სურვილი გაგრძელდება

ღიმილისა და განცხადებების უკან კვლავ ჩანს და გამოჩნდება კიდეც, რომ კვლავ განმეორდება იგივე ზეწოლა. რატომ მეორდება ისევ ზეწოლა ხელისუფლების მიმართ?! იმიტომ, რომ ხელისუფლების ცვლილებაზეა საუბარი, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეულმა ძალებმა ამ ხელისუფლებასთან ერთად ვერ მიაღწიეს იმას, რომ საქართველო ომში ჩაერთოთ.

„არასოდეს გვითქვამს ჩვენ, რომ ამის ავტორია ევროკავშირი ან აშშ. ძალები, რომლებიც არსებობენ, რომლებიც ამ ყველაფერს ქმნიან, შეიძლება მთლიან, ერთიან ევროკავშირს არ წარმოადგენდნენ, ერთიან ამერიკის შეერთებულ შტატებს არ წარმოადგენდნენ, მაგრამ ამ ეტაპისთვის მათთვის სასარგებლო იყოს ის, რომ ამ ომში საქართველოს ჩართულობა უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა რუსეთის ფედერაციას. მხოლოდ ამ ლოგიკიდან გამომდინარე ფიქრობენ, რომ ეს კარგი იქნებოდა. ამ ძალას შესაძლოა აშშ-შიც და ევროკავშირშიც აქვს გავლენა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები