“უკრაინის მოქალაქეებს მარიუპოლში უძრავი ქონების ფლობა აეკრძალათ” – ქალაქის მერის მრჩეველი

“საოკუპაციო ხელისფულების” გადაწყვეტილებით, უკრაინის მოქალაქეებს მარიუპოლში უძრავ ქონებაზე უფლება ჩამოართვეს”, – ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრე ანდრიუშჩენკო სოციალურ ქსელში წერს.

“საოკუპაციო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინის ყველა მოქალაქეს დღეიდან მარიუპოლში უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება ჩამოერთმევა, თუ ისინი არ დარეგისტრირდნენ ბანანის რესპუბლიკის ბანანის ხელისუფლებაში. ფაქტობრივად, უახლოეს დღეებში გადარჩენილის “ნაციონალიზაცია!” მოხდება. ანუ, იყო თქვენი – გახდა ჩვენის პრინციპით,“- აღნიშნა ანდრიუშჩენკომ.

მან მარიუპოლის იმ მცხოვრებლებს მიმართა, რომლებიც ასეთ ბინებში შესახლდებიან.

„ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად უკანონოა, ამიტომ, თუ უკვე შესახლდით – გაუფრთხილდით სხვის ქონებას, წინააღმდეგ შემთხვევაში – პასუხს კანონით აგებთ”, – დასძინა ანდრიუშჩენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები