ირაკლი ქადაგიშვილი: რეკომენდაციებში არც ბიძინა ივანიშვილი და არც სხვა გვარი არ წერია – სამივე ქვეყნისთვის ზოგადად წერია დეოლიგარქიზაციის საკითხის საკანონმდებლო გადაწყვეტა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი პრემიერმინისტრის წერილს გამოეხმაურა, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართა.

„აღმასრულებელი ხელისუფლება მიმართავს ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებას, რათა კიდევ ერთხელ განიმარტოს რეკომენდაციების ის მუხლი, რომელიც ევროკომისიამ და ევროკავშირმა საქართველოს მისცა. იქ არ არც ბიძინა ივანიშვილი და არც სხვა გვარი არ წერია. სამივე ქვეყნისთვის (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა), ზოგადად წერია დეოლიგარქიზაციის საკითხის საკანონმდებლო გადაწყვეტა“, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართა. პრემიერი წერს, რომ 9 ივნისს მიღებული რეზოლუცია უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერსა და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს, რასთან დაკავშირებითაც მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ევროკომისიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები