ურსულა ფონ დერ ლაიენი ბაქოში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანში ჩავიდა.

ამის შესახებ მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ევროკავშირი ენერგიის უფრო საიმედო მომწოდებლებს მიმართავს. დღეს მე აზერბაიჯანში ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად ჩამოვედი. ჩვენი მიზანია, რამდენიმე წელიწადში ევროკავშირში აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდება გაორმაგდეს. აზერბაიჯანი გახდება გადამწყვეტი პარტნიორი მიწოდების უსაფრთხოებისა და კლიმატის ნეიტრალიტეტის გზაზე“, – წერს იგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები